კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან სამძიმრის წერილი მიიღო კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან სამძიმრის წერილი მიიღო კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს. „ძვირფასო პრემიერო, ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა უწმინდესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. თურქი ხალხის და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს, თქვენ აღმატებულებავ, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ილია მეორე საპატრიარქოდან გათავისუფლებულია: მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმინდესობა დაისვენებაფაშინიანმა გულწრფელი მწუხარება გამოთქვა ილია მეორის გარდაცვალების გამოირაკლი კობახიძემ რეჯეფ ტაიპ ერდოღანისგან სამძიმრის წერილი მიიღო პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებითპატრიარქის ნათლულები ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობას მართავენიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი - რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო, ილია მეორის დაკრძალვაზე პირადად ვერ დავესწრებით, ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელსსააკაშაილს ილია მეორის დაკრძალვას არ დაუშვებენ

ENDEKA