ირაკლი კობახიძემ რეჯეფ ტაიპ ერდოღანისგან სამძიმრის წერილი მიიღო პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძემ რეჯეფ ტაიპ ერდოღანისგან სამძიმრის წერილი მიიღო პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმარი წერილი გაუგზავნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს. „ძვირფასო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ უწმინდესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა 17 მარტის ღამეს. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილს არასოდეს სურდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებათბილისის მერია - 21-22 მარტს ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.მიხეილ სააკაშვილი - ვითხოვ, რომ პატრიარქის დაკრძალვაზე წამიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი.საქართველოში შინაური ცხოველების რეგისტრაციის ეროვნული სისტემა ამოქმედდებასაქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2025 წლის მეოთხე კვარტალში 2466 ლარი იყო.„ქართულმა ოცნებამ საქართველო შეერთებული შტატებისთვის არასანდო და სარისკო პარტნიორად აქცია“ - ჯო უილსონი

ENDEKA