გრიგოლ გეგელია ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ ის ვიზის აღება კიდევ უფრო რთული ხდება ქართულმა ოცნებამ ამერიკასთან ურთიერთობა გ...
ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო უჭირთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის აღება - ის, რომ ქართულმა ოცნებამ ამერიკასთან ურთიერთობა გაანადგურა, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველო დღეს ამ ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო სიაშია“, - განაცხადა ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ქართული ოცნების რეჟიმი დემოკრატიულად შეიცვალოს იმ ძალით, რომელიც ინარჩუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან. „ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზის აღება კიდევ უფრო რთული ხდება. ეს, ერთი მხრივ, აშკარად გამოწვეულია მიგრაციის დინამიკით და წლების განმავლობაში განვითარებული ნეგატიური პრაქტიკით, როცა საქართველოს მოქალაქეები ვიზის ვადის გასვლის შემდეგაც რჩებიან ამა თუ იმ სახელმწიფოში, მაგრამ, მეორე მხრივ, ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასევე დიპლომატიური და პოლიტიკური მიზეზებით არის განპირობებული და ამაში, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების რეჟიმია დამნაშავე. ამის დასტურია ის, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა ამ რეგიონიდან, რომელიც მოხვდა ამ სამწუხარო სიაში და არ არის სომხეთი და აზერბაიჯანი, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიპლომატიურ მიზეზებს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, მათ შორის ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის დემოკრატიულად ჩანაცვლება რეჟიმით, რომელიც, პირიქით, იქნება სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან. ის, რომ ქართულმა ოცნებამ ამერიკასთან ურთიერთობა გაანადგურა, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველო დღეს ამ ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო სიაშია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. მან ასევე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მოწოდებას აშშ-ს მთავრობასთან, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებს და აღნიშნა, რომ ზეწოლა ქართულ ოცნებაზე იზრდება. „ჩვენ ვხედავთ, რომ ზეწოლა ქართული ოცნების რეჟიმზე იზრდება. ამჯერად ვხედავთ, რომ მოსკოვის მექანიზმის განხორციელების მოწოდებას უერთდებიან ჰელსინკის კომისია, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები. მოწოდება ძალიან ნათელია, ამერიკამ უნდა დააწესოს სანქციები რეჟიმზე, თუ ის უარს იტყვის მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში რეკომენდაციების შესრულებაზე. ეს არის ზუსტად ის სულისკვეთება, რაც ჩვენს პოლიტიკურ ძალას ჰქონდა და აქვს და ის დოქტრინალური შეთავაზება, რომელიც ჩვენ მივეცით ქართულ საზოგადოებას, სრულად შეესაბამება ამ მზარდ საგარეო პოლიტიკურ ზეწოლას“, - განაცხადა გეგელიამ. ცნობისთვის, საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ს გარკვეული ტიპის ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე ობლიგაციების განთავსება მოუწევთ. კერძოდ, 18 მარტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკიუსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები, ტუნისი) იმ ქვეყნების სიაში დაამატა, რომელთა მოქალაქეებსაც მოუწევთ ობლიგაციების გამოქვეყნება გარკვეული მოკლევადიანი ვადით. ეს არის B1 (საქმიანი) და B2 (ტურისტული/სამკურნალო) ვიზები.
• კიდევ 7 ვაგონი ხორბალი აზერბაიჯანის ტერიტორიით სომხეთში გაიგზავნა • მიტროპოლიტი შიო: ილია მეორე დაგვეხმარება გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც სურდა, როგორც გვიბრძანა და ანდერძით მიგვაღწია: მივაღწიოთ ერთიანობას, ურთიერთსიყვარულსა და შერიგებას - ღმერთმა მოგვცეს ძალა, ღირსეულად გავაგრძელოთ და ვისწავლოთ მის გარეშე ცხოვრება. • აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები საქართველოს ეუთოს ანგარიშის შესრულებისთვის სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ • წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრედ მიტროპოლიტი შიო დაამტკიცა. • იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ ეპისკოპოს შიოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა • იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი - რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო, ილია მეორის დაკრძალვაზე პირადად ვერ დავესწრებით, ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს •