თურქეთის საელჩო პატრიარქი ილია მეორე იყო მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების დასაყრდენი

თურქეთის საელჩო პატრიარქი ილია მეორე იყო მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების დასაყრდენი

თურქეთის საელჩო უსამძიმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას. „უწმინდესის გარდაცვალება დიდი დანაკლისია, რადგან მრავალი წლის განმავლობაში იგი იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ფასეულობების ციხესიმაგრე. ჩვენ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველ ხალხს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას. ამ მწუხარების ჟამს გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“, - ნათქვამია განცხადებაში. 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დეკანოზი ანდრია: არის ინფორმაცია პატრიარქის სიონში დაკრძალვის შესახებ, მაგრამ სინოდმა უნდა გადაწყვიტოს და დაკრძალვის თარიღიც დადგინდება.საპატრიარქო: სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის გადასვენების მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.დეკანოზი ანდრია: არის ინფორმაცია პატრიარქის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალვის შესახებ, სინოდი გადაწყვეტსირაკლი კობახიძე: უწმინდესის მსახურება წმინდა სულიერ განზომილებას სცდება - ფასდაუდებელია ილია მეორის წვლილი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ტრადიციების დაცვასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.ეპიფანე კიეველი და სრულიად უკრაინელი: ილია მეორის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

ENDEKA