წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მემკვიდრედ მიტროპოლიტი შიო დაამტკიცა.
წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრედ დაამტკიცა პატრიარქის დანიშნული მემკვიდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ამის შესახებ ნათქვამია სინოდის განკარგულებაში, რომელიც საზოგადოებას საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ წარუდგინა. მიტროპოლიტ თეოდორეს თქმით, სინოდის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. „წმინდა სინოდი შეიკრიბა უწმინდესისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, სხდომა გახსნა საპატრიარქოს დანიშნულმა მემკვიდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. მიტროპოლიტმა შიომ თავის მიმართვაში მიუსამძიმრა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის მმართველობის საკითხი დააყენა. მოსაზრებები გამოთქვეს უფროსმა იერარქმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს თანაპატრიარქმა ეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაიკითხეს „საქართველოს მმართველობის შესახებ“ დებულების მეოთხე თავის მეოთხე პუნქტი. სინოდმა პატრიარქის მიერ დანიშნული სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო დაამტკიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრედ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.
• საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზაზე განაცხადისას 15 ათასი დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევთ • ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა • ეპიფანე კიეველი: ილია მეორეს მსოფლიო მართლმადიდებლური მნიშვნელობა ჰქონდა • საერთაშორისო სამძიმარი ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ • საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში 2025 წლის მეოთხე კვარტალში 2466 ლარს აღწევს • საქართველოს სომეხთა ეპარქია: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო •