საქართველოს სომეხთა ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო
საქართველოს სომეხთა ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს და საქართველოს მთელ მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავტიანის სამძიმრის ტექსტში. როგორც კირაკოს დავთიანი სამძიმრის ტექსტში აღნიშნავს, ილია მეორის სახელი სამუდამოდ დარჩება როგორც ერის სულიერი მამის სახელი და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო. „კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მთელი ცხოვრების გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, მისი ხალხისა და მთელი კაცობრიობისადმი წარუშლელი ასოებით არის ჩაწერილი სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ერის სულიერი მამის სახელად და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლოდ. ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი ევედრება ღმერთს, რომ მიცვალებულის სული თავისი ზეციური შუქით განადიდოს“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
• დიდი ბრიტანეთის ელჩი: ვუთანაგრძნობთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო • მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მალე გამოჯანმრთელება უსურვა • უჩა ნანუაშვილი: ძალიან დიდი აბსურდია, როცა უფლებადამცველს იბარებენ უშიშროების სამსახურში მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ • ევროკავშირის საელჩო: პატრიარქმა ილია მეორემ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობისა და რწმენის შენარჩუნებაში • ფაშინიანმა გულწრფელი მწუხარება გამოთქვა ილია მეორის გარდაცვალების გამო •