საქართველოს მთავრობა პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სახელმწიფო კომისია შეიქმნება გლოვის დღეები გაგრძელდება დაკრძალვის დღემდე

საქართველოს მთავრობა პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სახელმწიფო კომისია შეიქმნება გლოვის დღეები გაგრძელდება დაკრძალვის დღემდე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გლოვის დღეები მისი დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციაში პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც იმუშავებს პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზაციულ საკითხებზე. საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეროვნული გლოვა გამოცხადდა.

საერთაშორისო სამძიმარი ილია მეორის გარდაცვალების შემდეგბაიბა ბრაჟე: ილია მეორის ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიძლიერისა და უკეთესი მომავლისადმი მტკიცე მემკვიდრეობას ტოვებსსაპატრიარქო: 16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარამდე მსვლელობა დაიწყება ფეხით; ილია მეორეს სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენრუმინეთის პატრიარქი დანიელი: ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ.კახა კალაძე: მთელი საქართველო გლოვობს ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალებას, კაცის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე ფასდაუდებელია.საქართველოში აშშ-ის საელჩო პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობს

ENDEKA