საქართველოს მოქალაქეებს აშშ ის ვიზაზე განაცხადისას 15 ათასი დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევთ
ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ 50 ქვეყნის მოქალაქეს მოეთხოვება 15,000 დოლარის დეპოზიტის გადახდა აშშ-ში ვიზაზე განაცხადის შეტანისას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, Reuters-ს განუცხადეს, რომ სიას 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, დაემატა, ძირითადად აფრიკული ქვეყნები. სავიზო დეპოზიტების პროგრამას დაემატა შემდეგი ქვეყნები: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი. გაფართოებული სავიზო დეპოზიტის პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 15000 აშშ დოლარის გადახდას მოითხოვს, როგორც საქმიანი (B1) ასევე ტურისტული (B2) ვიზის მისაღებად, ამოქმედდება 2 აპრილს.
• მაკა ბოჭორიშვილი: ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი და ზნეობრივი სვეტი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო - ჩვენ მამა დავკარგეთ. • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ • 21-22 მარტს თბილისში საქართველოს სარკინიგზო და მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება • საპატრიარქო: 16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარამდე მსვლელობა დაიწყება ფეხით; ილია მეორეს სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ • საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის კომისია შექმნა • ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა •