პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც უმაღლესი ზნეობრივი ავტორიტეტი, ქართველი ხალხის სულიერი მ...

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც უმაღლესი ზნეობრივი ავტორიტეტი, ქართველი ხალხის სულიერი მ...

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში მიუსამძიმრა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. „პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულწრფელად უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ხალხს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც უმაღლესი ზნეობრივი ავტორიტეტი, ქართველი ხალხის სულიერი მამა და განსაცდელში გადარჩენის სიმბოლო. მისი სული მშვიდად იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საკითხებში - საქართველოს გადასაწყვეტია წინსვლა ევროკავშირისკენ - და ამისთვის აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა.სალომე ზურაბიშვილი: მშვიდობით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეგეძლოთ გაუძლეთ, რომ ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში არ დარჩეს, დაიკარგოს და თავის წინააღმდეგ არ დადგესშვედეთის საელჩო საქართველოში: შვედეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.კობახიძე: უწმინდესის წვლილი სულიერ განზომილებას სცდებასაფრანგეთის საელჩო საქართველოში: ეროვნული გლოვის ჟამს საფრანგეთი გულწრფელად უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებასსაქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

ENDEKA