მიხეილ ყაველაშვილი უწმინდესის ეპოქალური ღვაწლი სამშობლოსა და ერის წინაშე დარჩება ერთგულების უბადლო ნიმუშად ის ხალხის მტკიცე საყრდენი გახდა მისი სიბრძნ...

მიხეილ ყაველაშვილი უწმინდესის ეპოქალური ღვაწლი სამშობლოსა და ერის წინაშე დარჩება ერთგულების უბადლო ნიმუშად ის ხალხის მტკიცე საყრდენი გახდა მისი სიბრძნ...

მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში მიუსამძიმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და ხაზი გაუსვა მისი ნახევარსაუკუნოვანი ხელმძღვანელობის ღრმა გავლენას. „უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებამ უდიდესი მწუხარება გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში. მისი ფასდაუდებელი წვლილი დედაეკლესიის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში არასოდეს დაივიწყება. მისი ნახევარსაუკუნოვანი ეპოქალური ღვაწლი სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების უბადლო ნიმუშად რჩება, ხოლო მისმა სიბრძნემ და სიყვარულმა ყველას ღრმა კვალი დატოვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის თავდაუზოგავად ზრუნავდა საქართველოსზე და ჩვენი ხალხის მტკიცე საყრდენი გახდა. მისი სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან მოენატრება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უზარმაზარ დანაკარგს და ვუსურვებ კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებს და ყველა მორწმუნეს უფლის წინამძღოლობას და სულიერ ძალას ამ ძალიან მძიმე წუთებში“, - წერს ყაველაშვილი. ცნობისთვის, უწმინდესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა და საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.

საქართველო გლოვობს ილია მეორის გარდაცვალებასპატრიარქი კირილე საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობსევროკავშირის დელეგაცია საქართველოში: უწმინდესმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობისა და რწმენის შენარჩუნებაში და დარჩა მორწმუნეთა ერთიანობის სიმბოლოდ.შალვა პაპუაშვილი: უიმედობისა და სასოწარკვეთის წუთებში სწორედ პატრიარქმა იტვირთა ჯვრის სიმძიმე; ის იყო ნუგეშის წყარო და შუამავალი გაჭირვებული ერისთვის - ის ჩვენთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ეკლესიის მეთაურისაპატრიარქო: სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის გადასვენების მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.საპატრიარქო: 16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარამდე მსვლელობა დაიწყება ფეხით; ილია მეორეს სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ

ENDEKA