მაკა ბოჭორიშვილი ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი და ზნეობრივი სვეტი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო ...
„ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვა, სწავლება და საქართველოს სიყვარული მარადიული დარჩება“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მიერ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც ბოჭორიშვილი წერს, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი სვეტიც. „დღეს მთელი საქართველო მწუხარებით ქედს იხრის, უწმიდესი ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საფუძველი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო. ჩვენ მამა დავკარგეთ, მაგრამ მისი ლოცვა, სწავლება და საქართველოს სიყვარული სამუდამოდ დარჩება. მისი სული მშვიდად იყოს და მისმა მემკვიდრეობამ გვიხელმძღვანელოს მომავალში“, - ნათქვამია განცხადებაში.
• აშშ-ს სასამართლომ ამერიკის ხმის თითქმის სრული დახურვა უკანონო ცნო • ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ილია მეორის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს • საქართველოს მთავრობა: პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სახელმწიფო კომისია შეიქმნება; გლოვის დღეები გაგრძელდება დაკრძალვის დღემდე • სრულიად რუსეთის პატრიარქი: ილია მეორესთან გვქონდა ნდობის ურთიერთობა, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან • დიდი ბრიტანეთის ელჩი: ილია მეორის უბადლო ღვაწლმა განუზომელი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ცხოვრებასა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ •