ივანიშვილი მთავრობისა და ოცნების წევრები პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამებაში ასევე იმყოფებიან მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები და პარლამენტის წევრები. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხედრით კუბო საქართველოს საპატრიარქოს შენობიდან სამების საკათედრო ტაძარში - წმინდა სამებაში უკვე გადაასვენეს. 18 მარტს, წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ მიცვალებულის სურვილით, იგი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. ასევე გაიმართა სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისიის სხდომა, რომელზეც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს - ილია მეორეს 22 მარტს დაკრძალავენ. ტა.
• მსოფლიო პატრიარქი: მარადიული და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის ილია მეორის ხსოვნა - მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის დროს ცალსახად განმტკიცდა ურთიერთობა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის • პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა • პატრიარქს ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ • პატრიარქი კირილე საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობს • საქართველო ანიჭებს მიწას რიკოთის ქარის ელექტროსადგურის განვითარებისთვის • საქართველოში შინაური ცხოველების რეგისტრაციის ეროვნული სისტემა ამოქმედდება •