ილჰამ ალიევი ილია მეორეს დიდი დამსახურება აქვს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში

ილჰამ ალიევი ილია მეორეს დიდი დამსახურება აქვს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ღრმა მწუხარებით მივიღეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმიდესი ილია მეორის გარდაცვალების ამბავი. უწმინდესმა ილია მეორემ მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა თავისი ხალხის და კეთილშობილური იდეალების მსახურებას კაცობრიობის სახელით. კავკასიაში მშვიდობის, სიმშვიდის დამყარების, ხალხთა შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის კუთხით, უწმინდესმა ილია მეორემ ადგილი დაიკავა მილიონობით ადამიანის გულში, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, და დაიმსახურა ღრმა პატივისცემა და სიმპათია. აზერბაიჯანის ლიდერმა დასძინა, რომ ილია მეორეს დიდი დამსახურება აქვს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში. „ვიზიარებ ამ მწუხარებას, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თქვენ, მთელ საქართველოს ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, წერს ილჰამ ალიევი.

საქართველოს სომეხთა ეპარქია: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამოუჩა ნანუაშვილი: ძალიან დიდი აბსურდია, როცა უფლებადამცველს იბარებენ უშიშროების სამსახურში მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.ბაიბა ბრაჟე: ილია მეორის ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიძლიერისა და უკეთესი მომავლისადმი მტკიცე მემკვიდრეობას ტოვებსისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: სრულიად საქართველოს პატრიარქი იყო ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარიდეკანოზი ანდრია: არის ინფორმაცია პატრიარქის სიონში დაკრძალვის შესახებ, მაგრამ სინოდმა უნდა გადაწყვიტოს და დაკრძალვის თარიღიც დადგინდება.დღეს ილია მეორის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

ENDEKA