გარეგინ II მძიმე ჟამს ილია მეორე მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღოლობდა სამწყსოს და მტკიცედ იცავდა საქართველოს ეკლესიის მისიას.

გარეგინ II მძიმე ჟამს ილია მეორე მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღოლობდა სამწყსოს და მტკიცედ იცავდა საქართველოს ეკლესიის მისიას.

რთულ პერიოდებში ილია მეორე მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღოლობდა სამწყსოს და მტკიცედ იცავდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას, - ნათქვამია სრულიად სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის განცხადებაში. უწმიდესი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიანი სულიერი მოღვაწეობა მტკიცე რწმენისა და თავდადებული სულიერი წინამძღოლობის დასტური იყო. მისი საპატრიარქო საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, საეკლესიო ცხოვრების გაძლიერებითა და განახლებით გამოირჩეოდა. - განაცხადა გარეგინ მეორემ. ასევე აღნიშნულია, რომ გარეგინ II-მ უსურვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და დამწუხრებულ ქართველ ხალხს, იმედი გამოთქვა, რომ უწმინდესის ხსოვნა ყოველთვის ნათელი დარჩება მის მორწმუნეთა გულებში და შთაგონების წყაროდ გამოდგება მომავალი თაობებისთვის.

შვედეთის საელჩო საქართველოში: შვედეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.ილია მეორე საპატრიარქოდან გათავისუფლებულია: მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმინდესობა დაისვენებაეპისკოპოსი ანტონი: სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება, რომ პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაკრძალონ - პატრიარქი არის სამების ხატი.დიდი ბრიტანეთის ელჩი: ილია მეორის უბადლო ღვაწლმა განუზომელი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ცხოვრებასა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე.ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდაეპისკოპოსი ზენონი: ჩვენ გვქონდა საუბარი და პატრიარქმა თქვა: ძალიან მაწუხებს, რა იქნება ჩემს შემდეგ; არც ხელისუფლება და არც ვინმე სხვა არ უნდა ჩაერიოს მომავალი პატრიარქის არჩევაში - ეს ჩემი სურვილია. და ასეც იქნება! შეცდომები არ დაიშვება

ENDEKA