დიდი ბრიტანეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო

დიდი ბრიტანეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. განცხადება ქართულ ენაზე გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა გააკეთა. მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს სულიერ წინამძღოლად. მისმა უბადლო ღვაწლმა განუზომელი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ცხოვრებასა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. დღეს ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. უფალმა მიანიჭოს მას მარადიული განსვენება“, - განაცხადა ელჩმა გარეტ უორდმა. ტეგები: პატრიარქის გარდაცვალება ილია მეორის საელჩო საქართველოში

დღეს ილია მეორის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.ფაშინიანმა გულწრფელი მწუხარება გამოთქვა ილია მეორის გარდაცვალების გამოსაფრანგეთის საელჩო საქართველოში: ეროვნული გლოვის ჟამს საფრანგეთი გულწრფელად უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებასჯანდაცვის მინისტრი: პატრიარქის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ არისსაქართველოს ახალი პატრიარქის არჩევის ვადა გამოცხადდაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

ENDEKA