დიდი ბრიტანეთის ელჩი ვუთანაგრძნობთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ქართველ ხალხს. მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო საქართველოს სულიერი წინამძღოლი. მისმა გამორჩეულმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ცხოვრებასა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. ვუსამძიმრებ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს, ღმერთმა აცხონოს მისი სული მარადიულ სასუფეველში“, - ნათქვამია ბრიტანეთის ელჩმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
• ეპისკოპოსი ანტონი: სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება, რომ პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაკრძალონ - პატრიარქი არის სამების ხატი. • საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კავკასიის სამედიცინო ცენტრში მიდიან • ივანიშვილი: ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მყარი საფუძველი, სულიერი მამა • სრულიად რუსეთის პატრიარქი: ილია მეორესთან გვქონდა ნდობის ურთიერთობა, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან • ევროკავშირის საელჩო: პატრიარქმა ილია მეორემ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობისა და რწმენის შენარჩუნებაში • დიდი ბრიტანეთის ელჩი: ილია მეორის უბადლო ღვაწლმა განუზომელი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ცხოვრებასა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. •