დღეს ილია მეორის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იტყობინება. მათი ინფორმაციით, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ. საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
• ჯანდაცვის მინისტრი - ამ დროისთვის პატრიარქის მდგომარეობა რაიმე მნიშვნელოვანი დინამიკის გარეშეა - არანაირი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან გაუარესება არ არის. • შვედეთის საელჩო საქართველოში: შვედეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. • მიხეილ ყაველაშვილი: უწმინდესის ეპოქალური ღვაწლი სამშობლოსა და ერის წინაშე დარჩება ერთგულების უბადლო ნიმუშად; ის ხალხის მტკიცე საყრდენი გახდა; მისი სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ღრმად მოენატრება • V-Dem ინსტიტუტის ანგარიშში საქართველო კვლავ „საარჩევნო ავტოკრატიის“ კლასიფიკაციაა. • ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ის, რაც საქართველოში ხდება, ქვეყანას აახლოებს პუტინის რეჟიმთან • იაპონიის საელჩომ პატრიარქის ილია მეორის პიროვნების პატივისცემის ნიშნად თავისი ქვეყნის დროშა ჩამოწია. •