დეკანოზი ანდრია არის ინფორმაცია პატრიარქის სიონში დაკრძალვის შესახებ, მაგრამ სინოდმა უნდა გადაწყვიტოს და დაკრძალვის თარიღიც დადგინდება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღამიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალვა სურდა. თუმცა ეს გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს, რომელიც დაკრძალვის თარიღსაც განსაზღვრავს. „კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მორწმუნეებს, ეს არის დიდი დანაკლისი და ძალიან ღრმა მწუხარება. დღეს სინოდი საეკლესიო წესით 14:00 საათზე შეიკრიბება. დაკრძალვის დეტალებს სინოდი განიხილავს. შეხვედრის შემდეგ გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში მოხდება. რაც შეეხება პატრიარქის სიონში დაკრძალვის სურვილს, ეს ინფორმაცია არსებობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს. თარიღსაც სინოდი დაადგენს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღამიძემ. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ეროვნული გლოვა გამოცხადდა.
• ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში: უწმინდესმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობისა და რწმენის შენარჩუნებაში და დარჩა მორწმუნეთა ერთიანობის სიმბოლოდ. • გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი ბატარეის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა • პატრიარქის ცხედარს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ • მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მალე გამოჯანმრთელება უსურვა • გედეონ საარი: ილია მეორე იყო ისრაელისა და ებრაელი ხალხის დიდი ლიდერი და მეგობარი • ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს. •