დეკანოზი ანდრია არის ინფორმაცია პატრიარქის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალვის შესახებ, სინოდი გადაწყვეტს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრი ჯაღმაიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ უწმინდესს უწმინდესს ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში სურდა დაკრძალვა, თუმცა ეს საკითხი სინოდმა უნდა დაადგინოს, ასევე დაკრძალვის თარიღი. „კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მორწმუნეებს - ეს არის დიდი დანაკლისი და დიდი მწუხარება. დღეს სინოდი 14:00 საათზე შეიკრიბება, ეს საეკლესიო ტრადიციაა. დაკრძალვის დეტალებს სინოდი განიხილავს. ამის შემდეგ ცხედარი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. რაც შეეხება პატრიარქის სიონში დაკრძალვის სურვილს, ასეთი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს. დაკრძალვის თარიღიც დადგინდება“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. სინოდის წევრები უკვე იკრიბებიან საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
• სალომე ზურაბიშვილი: მშვიდობით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეგეძლოთ გაუძლეთ, რომ ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში არ დარჩეს, დაიკარგოს და თავის წინააღმდეგ არ დადგეს • შალვა პაპუაშვილი: უიმედობისა და სასოწარკვეთის წუთებში სწორედ პატრიარქმა იტვირთა ჯვრის სიმძიმე; ის იყო ნუგეშის წყარო და შუამავალი გაჭირვებული ერისთვის - ის ჩვენთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ეკლესიის მეთაური • აშშ-ის საელჩო საქართველოში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო - მისი სიცოცხლე და განსაკუთრებული ღვაწლი არასოდეს არ იქნება დავიწყებული. • რუსეთის პატრიარქი: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და პირადად, გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მძიმე დანაკარგის გამო. • ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაიკითხა. • ბიძინა ივანიშვილი: ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა მშვიდობის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი - სულიერი მამა, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ხალხი ყველაზე რთულ დროსაც; ვუსამძიმრებთ ეკლესიას და ერს ამ დიდი დანაკარგის გამო •