ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამების საკათედრო ტაძარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მივიდა. ივანიშვილი საკათედრო ტაძარში ოჯახის თანხლებით იმყოფება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო ხსოვნას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყავლაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის სხვა წევრები ესწრებიან. უწმიდესი კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მიტროპოლიტი, ბიჭვინთისა და ციხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო ხსოვნის აღსანიშნავად ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. პატრიარქს კვირას სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ცნობისთვის, უწმინდესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.
• დღეს ილია მეორის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. • ივანიშვილი მთავრობისა და „ოცნების“ წევრები პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან. • ფაშინიანმა გულწრფელი მწუხარება გამოთქვა ილია მეორის გარდაცვალების გამო • ბელორუსის პრეზიდენტი: სრულიად საქართველოს პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში • გარეგინ II: პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით აღინიშნა. • საქართველოში შინაური ცხოველების რეგისტრაციის ეროვნული სისტემა ამოქმედდება •