ბელორუსის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა მეექვსე პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს. ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსმა ღრმა მწუხარებით მიიღო ინფორმაცია „ამ გამოჩენილი ქართველი რელიგიური და საზოგადო მოღვაწის“ გარდაცვალების შესახებ. „უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს, ემსახურა არა მარტო თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათშორისი ურთიერთგაგებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. უწმინდესის ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ განამტკიცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას“. ლუკაშენკომ ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ საქართველოს ხალხს. „კურთხეული ხსოვნა გამოჩენილი სულიერი მოღვაწისა, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში“, - აღნიშნა ბელორუსის პრეზიდენტმა.
• ჯო უილსონი: „ქართული ოცნების“ კრიმინალურმა რეჟიმმა საქართველო გახადა არასაიმედო და მაღალი რისკის პარტნიორად - მსგავსი ზომების გატარება საჭირო გახდება, თუ ის კურსს არ შეცვლის • საერთაშორისო სამძიმარი ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ • მიტროპოლიტი შიო (მუჯირი): ილია II ეპოქალური მოღვაწე იყო; მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის - ჩვენ, სრულიად საქართველომ, ზეციური მფარველი შევიძინეთ; ის იყო, არის და დარჩება ჩვენი მამა, ჩვენ კი მისი შვილები ვართ • უჩა ნანუაშვილი: ძალიან დიდი აბსურდია, როცა უფლებადამცველს იბარებენ უშიშროების სამსახურში მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. • ეპისკოპოსი მიქაელი: წმინდა მამების შესახებ რაც წავიკითხე, ასეთი რამ მხოლოდ პატრიარქში ვნახე - ქადაგებდა თავისი ქმედებებით და ჩუმად ასწავლიდა რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. • დეკანოზი ანდრია: არის ინფორმაცია პატრიარქის სიონში დაკრძალვის შესახებ, მაგრამ სინოდმა უნდა გადაწყვიტოს და დაკრძალვის თარიღიც დადგინდება. •