ბაიბა ბრაჟე ილია მეორის ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიძლიერისა და უკეთესი მომავლისადმი მტკიცე მემკვიდრეობას ტოვებს
„ვწუხვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში. „მისი უწყვეტი ერთგულება რწმენის, ერთიანობისა და სულიერი სიძლიერისადმი და ქართველი ხალხის უკეთეს მომავალს ტოვებს სამუდამო მემკვიდრეობას“, - წერს ბაიბა ბრაჟე X-ზე. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კავკასიის სამედიცინო ცენტრში პატრიარქის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გააკეთა.
• პატრიარქს ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ • ივანიშვილი: ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მყარი საფუძველი, სულიერი მამა • იაპონიის საელჩომ პატრიარქის ილია მეორის პიროვნების პატივისცემის ნიშნად თავისი ქვეყნის დროშა ჩამოწია. • საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული • პოლონეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო • საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს •