უჩა ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს

უჩა ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს. როგორც ნანუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მან დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. "არ ვაპირებ მოსვლას. გამომძიებელს ვუთხარი, რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მინდოდა დაკითხვა. დიახ, მოვითხოვე დაკითხვა სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. პასუხი და მათი გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნანუაშვილი ფეისბუქზე წერს. მისი თქმით, ის განყოფილებაში დაიბარეს „ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე“.

კობახიძემ პირობა დადო, რომ ილია მეორისთვის ყველაფერს გააკეთებსგერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საკითხებში - საქართველოს გადასაწყვეტია წინსვლა ევროკავშირისკენ - და ამისთვის აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა.კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანესირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი კავკასიის სამედიცინო ცენტრში ჩავიდნენ.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვაკანსიაზე საქართველოს ოთხი კანდიდატი აცხადებსილია მეორე სუნთქვის აპარატზეა

ENDEKA