სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მეუფე შიომ კავკასიის სამედიცინო ცენტრში გააკეთა. პატრიარქი კავკასიის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს კუჭის მასიური სისხლდენით. ის კრიტიკულ განყოფილებაში მოათავსეს. ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, სასულიერო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები. 1988 წელს ილია მეორის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადავიდა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; სასულიერო სასწავლებლები გაიხსნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: სასულიერო სემინარიები ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში. ხულოში დაარსდა სასულიერო სასწავლებელი და გიმნაზია; საუკუნეების შემდეგ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და გელათის მეცნიერებათა აკადემია ეკლესიის ეგიდით; ოცი წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა; მონასტრები - 53-მდე; სასულიერო პირები - 1000-მდე; ახალი წმინდანები წმინდანად შერაცხეს; აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. 19-ში 60 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მისაღებად. 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი, 1997 წლიდან კი გაერო-ს ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და კრეტას სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი. ის ასევე არის ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის საპატიო დოქტორი და აშშ-ს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის სასულიერო სემინარიის თეოლოგიის დოქტორი. "ინტერპრესნიუსი" სამძიმარს უცხადებს წმინდა სინოდს, საპატრიარქოს და სრულიად საქართველოს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანესსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ საპატრიარქო ტახტის მიტროპოლიტმა შიო მუჯირიმ გამოაცხადა.ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდაშალვა პაპუაშვილი - ჩვენ ცალ ფეხზე კი არ ვდგავართ, როგორც ზოგს სურს, როგორც სხვის სახლში შესვლის მსურველი, არამედ ვდგავართ როგორც საკუთარ სახლში მცხოვრები, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა.ელენე ხოშტარია - მე, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ პირს ან ადამიანთა ჯგუფს რაიმე სახის დიალოგში ჩემი თავისუფლებისა და პატიმრობის შესახებ.V-Dem ინსტიტუტის ანგარიშში საქართველო კვლავ „საარჩევნო ავტოკრატიის“ კლასიფიკაციაა.

ENDEKA