შალვა პაპუაშვილი ჩვენ ვართ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი ის, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის ევროპა ა...

შალვა პაპუაშვილი ჩვენ ვართ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი ის, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის ევროპა ა...

ჩვენ ვართ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი - ის, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის ევროპა ან სხვაზე ნაკლები ევროპაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანებამ არავის უნდა მისცეს უფლება, ქართველ ხალხს მენტორული ტონით ესაუბროს და ამპარტავნულად უკარნახოს, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი. „გასულმა წელმა საერთაშორისო პოლიტიკაში ფუნდამენტური კორექტირება მოახდინა. სახელმწიფოთა პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების წინსვლის კვალდაკვალ, დღეს უკვე ცხადია, რომ აღარ არსებობს შავ-თეთრი გეოპოლიტიკური სამყარო, მოძველდა მექანიკური იარლიყები - პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსიზმი და „სხვების ანტირუსიზმი“. დღეს მხოლოდ ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმია - პროქართული და ანტიქართული. ყველა „პროორიენტაცია“, გარდა ქართულისა, საბოლოო ჯამში არაქართულია, რადგან ისინი აშორებენ ქვეყნის პოლიტიკას საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და აქცევენ მას სხვისი მიზნების ინსტრუმენტად. და ეს უნდა ითქვას ღიად, ნათლად და გადამწყვეტად: ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არის პროევროპიზმი და ანტიევროპიზმი, პროდასავლურობა თუ ანტიდასავლურობა, პრორუსიზმი თუ ანტირუსიზმი. არსებობს მხოლოდ ქართველობა და ანტიქართველობა, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ეროვნული ინტერესების ღალატი. ევროპა ჩვენთვის არ არის გეოპოლიტიკური პროექტი ან ბიუროკრატიული ერთობა, არამედ ქართველების ხელით შექმნილი ღირებულებითი და ცივილიზაციური სივრცე. სივრცე, რომელსაც ისტორიულად სხვადასხვა პოლიტიკური და ინსტიტუციური ფორმა ჰქონდა. ევროკავშირი ევროპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. არც პირველია და არც უკანასკნელი. ის, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის ევროპა ან სხვაზე ნაკლები ევროპაა. მაშასადამე, ჩვენ ვერ ველით მენტორულ ტონს ბრიუსელისგან ან ევროკავშირის რომელიმე სხვა დედაქალაქისგან, როდესაც საქმე ევროპულ ღირებულებებს ეხება. ღირებულებები, რომლებსაც საქართველო ხშირად მარტო იცავდა ისტორიის ურთულეს პერიოდებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, „ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობისთვის ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს“. ”ჩვენ არ მოგვწონს ეს. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ბრიუსელმა კარგად იცის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოსთან ურთიერთობების იმ ღირსეულ ჩარჩოში დასაბრუნებლად, რომელშიც უნდა განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას. ქართველ ხალხს გარედან პოლიტიკური ნების დაწესება ან „ქართველი ხალხისთვის“ სუროგატის შექმნის მცდელობა დემოკრატიის აშკარა უარყოფაა. ბრიუსელი თავისი ამჟამინდელი პოლიტიკით არის ქართული დემოკრატიის დაბრკოლება და არა ფასილიტატორი. მეორეც, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას. ბრიუსელმა დაკარგა საკმარისზე მეტი ბრძოლა ქართულ მართლმსაჯულებასთან საერთაშორისო სასამართლოებში, რომ დღესაც ამპარტავნულად ეჭვქვეშ აყენებს მის გადაწყვეტილებას. წააგო სტრასბურგში სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიასა და რუსთავი 2-ის საქმეებში; ხაზარაძის საქმეზე პარიზისა და ვაშინგტონის არბიტრაჟში წააგო. ყველა იმ საქმეში, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დევნად იყო წარმოდგენილი, კანონმა საბოლოოდ სხვა რამ თქვა. ამის შემდეგ იგივე ბრალდებების გამეორება აღარ არის კანონის უზენაესობის დაცვა, არამედ უბრალოდ პოლიტიკური პროპაგანდა. ამიტომ, ბრიუსელმა საბოლოოდ და მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება კანონის უზენაესობისადმი და დისტანცირება მოახდინოს ძალადობისგან და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულებისგან, როგორც პოლიტიკის შემუშავების ინსტრუმენტისგან. საბოლოოდ, უნდა შეწყდეს დეზინფორმაცია და ანტიქართული რიტორიკა, რომელიც მომდინარეობს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან. პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც სიმართლის ნაცვლად პოლიტიკური ნარატივები დომინირებს. თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, პატივი სცეს მის დემოკრატიულ არჩევანს და პატივი სცეს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპა ჰქვია.

საფრანგეთი მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრებიხოშტარია: კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს რაიმე დიალოგს ჩემს თავისუფლებასთან და პატიმრობასთან დაკავშირებითკობახიძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდესმიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 78 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევაგერმანიის ელჩი - სამწუხაროა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰოსპიტალიზაციის შესახებ - არა, კეთილმა დალოცოს და უყუროს მასისრაელმა "ირანის დე ფაქტო ლიდერის" ალი ლარიჯანის მკვლელობა გამოაცხადა

ENDEKA