ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნანუაშვილი ფეისბუქზე წერს. მისი თქმით, ის განყოფილებაში დაიბარეს „ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე“. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უფლებადამცველების დევნა განაახლა! გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დამიბარეს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მე მივხვდი, დავით ქაცარავამ ტელევიზიით ახსენა. თურმე ჩვენ, უფლებადამცველებს, ძალიან გვიკრძალავენ OSCE-სთან დაკავშირებით? მოსკოვის მექანიზმი“, - წერს ნანუაშვილი.
• მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მალე გამოჯანმრთელება უსურვა • საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ჩამორჩება რეგიონულ თანატოლებს • პატრიარქის მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოში უცხოელი ექიმების ჯგუფი ჩამოვა • ისრაელმა "ირანის დე ფაქტო ლიდერის" ალი ლარიჯანის მკვლელობა გამოაცხადა • საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კავკასიის სამედიცინო ცენტრში მიდიან • აჭარაში „ქურდული სამყაროს“ დარბევის შედეგად 72 დააკავეს •