ყაველაშვილი კავკასიის სამედიცინო ცენტრში იმყოფება, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იმყოფება.

ყაველაშვილი კავკასიის სამედიცინო ცენტრში იმყოფება, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად კავკასიის სამედიცინო ცენტრში იმყოფება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფება. ცენტრში იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც. სარჯველაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი. კავკასიის სამედიცინო ცენტრში საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძეც იმყოფებოდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის გაუარესების გამო გვიან ღამით კავკასიის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პატრიარქს კუჭის მასიური სისხლდენა აღენიშნებოდა, რისთვისაც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და სისხლდენა შეუჩერდა. ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ილია მეორე იმყოფება კრიტიკულ განყოფილებაში და ჩართულია ვენტილატორთან.

ჯანდაცვის მინისტრი: პატრიარქის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი არ განიხილებაგერმანიის ელჩი - სამწუხაროა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰოსპიტალიზაციის შესახებ - არა, კეთილმა დალოცოს და უყუროს მასირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი კავკასიის სამედიცინო ცენტრში ჩავიდნენ.პაპუაშვილი: ევროკავშირი დღეს არის დემოკრატიის ხელისშემშლელი ძალა საქართველოშისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ საპატრიარქო ტახტის მიტროპოლიტმა შიო მუჯირიმ გამოაცხადა.ისრაელის საელჩო - ის ფაქტი, რომ აიათოლას რეჟიმმა აირჩია რაკეტების გასროლა წმინდა მუსლიმური დღესასწაულის დროს ისლამისთვის წმინდა ადგილებზე, აჩვენებს მის ცინიკურ უგულებელყოფას რაიმე წმინდასა თუ წმინდას მიმართ.

ENDEKA