პატრიარქს კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები ესტუმრნენ

პატრიარქს კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები ესტუმრნენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კავკასიის სამედიცინო ცენტრს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაეცნობა. სარჯველაძის თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქის უსაფრთხოება იყოს და ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმალურ ფარგლებში იყოს. „ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. რა თქმა უნდა, მისი ასაკისა და სხვა ყველაფრის გათვალისწინებით, სიტუაცია ადვილი არ არის. პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია, მონიტორინგს და ყველა საჭირო ზომას ატარებენ, რომ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი რაც შეიძლება სწრაფად შენარჩუნდეს“, - განუცხადა იმედს მიხეილ სარჯველაძემ. კავკასიის სამედიცინო ცენტრში სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკულ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში განაცხადეს, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც ამკაცრებს ჯარიმებს საგზაო მოძრაობის დარღვევაზეკახა კალაძე - სისულელე გავიგეთ, რა უნდა ისწავლოს 2 დღით ჩამოსულმა? შეისწავლეს ალბათ ქართული სამზარეულო, ღვინორუსეთის არც ერთი რეგიონი ვეღარ გრძნობს თავს უსაფრთხოდ უკრაინული თვითმფრინავების გამო - შოიგუირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი კავკასიის სამედიცინო ცენტრში ჩავიდნენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კავკასიის სამედიცინო ცენტრში მიდიანისრაელმა "ირანის დე ფაქტო ლიდერის" ალი ლარიჯანის მკვლელობა გამოაცხადა

ENDEKA