პატრიარქის ცხედარს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ

პატრიარქის ცხედარს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ

ხვალ, 18 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ცხედარი სამების საკათედრო ტაძარში - სამებაში გადაასვენებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. „ერთად გადავწყვეტთ, რამდენი დეტალი უნდა იყოს შეთანხმებული და ხვალ დილით გავაკეთებთ განცხადებას, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადავა“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კავკასიის სამედიცინო ცენტრში მიტროპოლიტმა შიომ გააკეთა. პატრიარქი კუჭის მასიური სისხლდენით დილით კავკასიის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. იგი გადაიყვანეს კრიტიკულ განყოფილებაში.

თენგიზ შარმანაშვილი - ვიცით, რომ ქაჯა კალასი საქართველოსთვის კარგს ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ მისი მცდელობა უკვე სასაცილო ხდება - თუ გინდა, ჩემს დიპლომატიურ პასპორტს მოგცემ, საერთოდ არ მჭირდება.საპატრიარქო: ილია მეორის მდგომარეობა პრობლემური, მაგრამ სტაბილურიაკახა კალაძე - სისულელე გავიგეთ, რა უნდა ისწავლოს 2 დღით ჩამოსულმა? შეისწავლეს ალბათ ქართული სამზარეულო, ღვინოკობახიძე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს აკრიტიკებს, ავტორს მიკერძოებულობაში ადანაშაულებსსაპატრულო და დაცვის პოლიციის თანამშრომლები დააკავესსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ENDEKA