მიხეილ სარჯველაძე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პატრიარქის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი არ განიხილება რაც შეეხება უცხოელი ექიმის მოყვანას, რო...

მიხეილ სარჯველაძე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პატრიარქის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი არ განიხილება რაც შეეხება უცხოელი ექიმის მოყვანას, რო...

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრმა განაცხადა, რომ როცა ასეთი საჭიროება გაჩნდება, უზრუნველყოფილი იქნება. მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სამედიცინო დაწესებულებების ინტენსიური თერაპიის განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები შეიკრიბნენ. „სიტუაცია პრაქტიკულად ყოველგვარი არსებითი ცვლილების გარეშეა. ვცდილობთ, სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიის გარდა, მაქსიმალურად შევკრიბოთ ყველა მოსაზრება, კომპეტენტური მოსაზრება, რომელიც შეიძლება იყოს ორიენტირებული ამ საკითხზე შედეგზე. იქნებ არის რაიმე წინადადება, რომელიც გააუმჯობესებს გარკვეულ პროცედურებს. დაარქვით საბჭო, ან როგორც გინდათ. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების ინტენსიური თერაპიის განყოფილებების ხელმძღვანელები. ერთ-ერთი რეკომენდაციაა მათთან კონსულტაცია. არსებული ვითარების გათვალისწინებით, პაციენტის საზღვარგარეთ გაყვანის საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის მოყვანის საკითხს, როცა ასეთი საჭიროება გაჩნდება, უზრუნველყოფილი იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი საჭიროება დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ყველაფერი რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის არის გათვალისწინებული. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება მეტი რესურსის ჩართვა სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ეს ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობით დღეს ვერავინ იქნება კმაყოფილი“, - აღნიშნავს სარჯველაძე. ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის მოთავსებულია კრიტიკულ განყოფილებაში. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საპატრულო და დაცვის პოლიციის თანამშრომლები დააკავესკომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვაკანსიაზე საქართველოს ოთხი კანდიდატი აცხადებსირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს.ჯანდაცვის მინისტრი - ამ დროისთვის პატრიარქის მდგომარეობა რაიმე მნიშვნელოვანი დინამიკის გარეშეა - არანაირი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან გაუარესება არ არის.სხვადასხვა დემოკრატია საქართველოს აფასებს, როგორც საარჩევნო ავტოკრატიასგერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საკითხებში - საქართველოს გადასაწყვეტია წინსვლა ევროკავშირისკენ - და ამისთვის აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა.

ENDEKA