მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 78 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 78 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან 78 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. დეპარტამენტის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. „მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს აზერბაიჯანის, ბელორუსის, გერმანიის, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთის და ჩინეთის მოქალაქეები - სულ 78 ადამიანი.

მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მალე გამოჯანმრთელება უსურვააჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობსკობახიძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდესსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალაპაპუაშვილი: ევროკავშირი დღეს არის დემოკრატიის ხელისშემშლელი ძალა საქართველოშიყოფილი ომბუდსმენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეუთოს ექსპერტთან კონტაქტის გამო დაიბარა

ENDEKA