კობახიძე სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს

კობახიძე სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კავკასიის სამედიცინო ცენტრში განუცხადა, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად მივიდა. „პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას რომ გავაკეთებ, ალბათ არასწორი იქნება, კლინიკის და საბჭოს წარმომადგენლები ისაუბრებენ და, ბუნებრივია, კომენტარს გააკეთებენ. მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო და ექიმებს მადლობა გადავუხადო. ყველა სრულად შედის. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. ასევე მადლობა მინისტრს, რომელიც სრულად არის ჩართული ამ ყველაფერში და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებულისახალხო დამცველი: ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა იყოს სტაბილურისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებების აღსრულება ევროპის საბჭოს გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა.ელენე ხოშტარია - მე, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ პირს ან ადამიანთა ჯგუფს რაიმე სახის დიალოგში ჩემი თავისუფლებისა და პატიმრობის შესახებ.საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კავკასიის სამედიცინო ცენტრში მიდიან

ENDEKA