ხოშტარია კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს რაიმე დიალოგს ჩემს თავისუფლებასთან და პატიმრობასთან დაკავშირებით

ხოშტარია კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს რაიმე დიალოგს ჩემს თავისუფლებასთან და პატიმრობასთან დაკავშირებით

მე, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ პირს ან ადამიანთა ჯგუფს რაიმე დიალოგის, მოლაპარაკების ან თუნდაც განცხადების გამართვას ჩემს თავისუფლებასთან და პატიმრობასთან დაკავშირებით, - წერს პატიმარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია წერილში. როგორც ხოშტარია აღნიშნავს რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში, ეს პოზიცია უკეთესად ესმოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვიდრე ზოგიერთს, რაც ხოშტარიას თქმით, გასაკვირია. „პარტიული „დოქტრინების“ განხილვისაგან შეგნებულად შევიკავე თავი და ახლა არ ვაპირებ ამის გაკეთებას. საზოგადოებამ და შედეგმა განსაჯოს. ამავდროულად, ვინაიდან ერთ-ერთი მხარის „დოქტრინის“ ნაწილია მოლაპარაკება „რუსულ ოცნებასთან“ პოლიტპატიმრებზე, როგორც პოლიტპატიმარს, მე, როგორც პოლიტპატიმარს, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ პირს ან ადამიანთა ჯგუფს რაიმე დიალოგის, მოლაპარაკების ან თუნდაც განცხადების გამართვას ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობასთან დაკავშირებით. გასაკვირია, რომ ეს პოზიცია უფრო კარგად ესმოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვიდრე ზოგიერთმა მასში. რუსთავის ქალთა ციხეში“, - წერს ხოშტარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ წერილში

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანესბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატასაქართველოს სამხედრო გზა სატვირთო გადაზიდვებისთვის გაიხსნასხვადასხვა დემოკრატია საქართველოს აფასებს, როგორც საარჩევნო ავტოკრატიასსაქართველოს მთავრობა 6 წლის ასაკის ავტომობილებზე საბაჟო გადასახადს ზრდისძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები სპეცოპერაციის ფარგლებში ბათუმში დააკავეს

ENDEKA