კავკასიის სამედიცინო ცენტრის დირექტორი კათოლიკოს პატრიარქის მდგომარეობის შესახებ
სიტუაცია ახლა მართვადია, მაგრამ მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორიას უწოდებენ“, - განუცხადა მედიას კავკასიის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობაზე საუბრისას. სოფიო ასპანიძის თქმით, კლინიკაში მოხვედრისას პატრიარქის მდგომარეობა მწვავე იყო და პროცედურების გადაუდებელი აუცილებლობა იყო. „იყო აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა, იყო პროცედურების გადაუდებელი სასიცოცხლო აუცილებლობა. გასტროსკოპიის ჩათვლით. ახლა, რა თქმა უნდა, მდგომარეობა დასტაბილურდა, ვთქვათ, მართვადია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორიას უწოდებენ“, - ამბობს სოფიო ასპანიძე. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს ყურადღებას და რჩება კრიტიკული მაჩვენებლები. „ჰემოდინამიკას მაქსიმალურად აკონტროლებენ. ეს ისევ მეორდება მედიკამენტებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ კონსულტაცია რეანიმატოლოგების მონაწილეობით, ერთობლივად შეთანხმებული ტაქტიკით და ასევე, შეთანხმებული ყველა ადრე ჩატარებული მკურნალობის პროცედურებზე, ვაგრძელებთ ერთობლივ მართვას, მათ შორის დისტანციურად და ისინიც ჩართული არიან ამ პროცესში. პაციენტი, პატრიარქი, უზრუნველყოფილია მისი მოვლისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა მედიკამენტითა და ტექნიკით. დღეს, მოგვიანებით, თურქეთიდან ასევე ველოდებით რეანიმატოლოგის მოსვლას, რომელიც შემოგვიერთდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პროფესიონალთა მულტიდისციპლინურ გუნდს და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა სოფიო ასპანიძემ. კითხვაზე, რომელი პერიოდი ითვლება კრიტიკულად, სოფიო ასპანიძემ უპასუხა, რომ ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პატრიარქის სხეულზე. „ეს არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია თავად პატრიარქის სხეულზე, რა შესაძლებლობებს მოგვცემს, რის გამოც ყველა ტესტს და პარამეტრს აკონტროლებენ პრაქტიკულად საათობრივად და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები - წნევა, პულსი შენარჩუნდება აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე“, - აღნიშნა მან.
• ისრაელმა "ირანის დე ფაქტო ლიდერის" ალი ლარიჯანის მკვლელობა გამოაცხადა • ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები სპეცოპერაციის ფარგლებში ბათუმში დააკავეს • ხელვაჩაურში სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა • ჯანდაცვის მინისტრი: პატრიარქის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი არ განიხილება • პატრიარქი ილია მეორე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ საპატრიარქო ტახტის მიტროპოლიტმა შიო მუჯირიმ გამოაცხადა. •