კახა კალაძე სისულელე გავიგეთ, რა უნდა ისწავლოს 2 დღით ჩამოსულმა? შეისწავლეს ალბათ ქართული სამზარეულო, ღვინო

კახა კალაძე სისულელე გავიგეთ, რა უნდა ისწავლოს 2 დღით ჩამოსულმა? შეისწავლეს ალბათ ქართული სამზარეულო, ღვინო

"კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული" აბსურდია... გუშინ სისულელე გავიგეთ - რა უნდა ისწავლოს 2 დღით ჩამოსულმა? ალბათ შეისწავლეს ქართული სამზარეულო, ღვინო... ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის და ანგარიშის ავტორის პატრიჩია გრჟებიკის განცხადებების შეფასებისას განუცხადა. კახა კალაძის თქმით, ანგარიში წინასწარ იყო დაწერილი. "აბსურდია, "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული" და ა.შ., გუშინ სისულელე გავიგეთ. ახსნა-განმარტება, რომელიც მოვისმინეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ანგარიში წინასწარ იყო დაწერილი მათი პატრონების მიერ და აქ მოსვლა ფარსი იყო. 2 დღით ჩამოსულმა რა უნდა ისწავლოს? ალბათ ქართული სამზარეულო, ღვინო... ჩვენც ვამაყობთ და გვიხარია, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით, წარსულით, მაგრამ რაც დასკვნაში ეწერა, აბსურდი იყო“, - აღნიშნა კალაძემ. როგორც კალაძემ განმარტა, ეუთო შანტაჟისთვის გამოიყენეს. „ეუთო გამოიყენეს ამ შანტაჟისთვის, წინასწარ დაწერილი დასკვნისთვის, აქ მოსვლა, ყველაფერი ფარსი იყო, რაღაცის შესწავლა, ყველაფერი ტყუილი. ეს ხდება ქვეყნის შანტაჟის მიზნით“, - აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, ეუთო-მ საქართველოს შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. დოკუმენტის მიხედვით, მთავარი დასკვნები არის ის, რომ მანდატის პერიოდში საქართველომ განიცადა დემოკრატიული უკუსვლა. ანგარიშის მიხედვით, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შერწყმულია დამნაშავეების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ თანდათან შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ახალი კანონების მიღებით, რომლებიც ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და ლგბტ+ თემს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აქტი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და გრანტების აქტი უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით. ანგარიში ასევე აწვდის რეკომენდაციებს საქართველოს, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას. მოსკოვის მექანიზმის რეპორტაჟის ავტორმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი მისია საქართველოში პირველივე წუთებიდან სრულიად დამოუკიდებელი იყო. მან არც ეუთოსგან მიიღო რაიმე რჩევა და რეკომენდაცია, რადგან მათ წარმომადგენლობას „არ სურდა გავლენა მოეხდინა მოხსენების შინაარსზე“. რაც შეეხება რეკომენდაციებს, იგი ასევე გამოეხმაურა ანგარიშის ერთ-ერთ რეკომენდაციას, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის ხსენებას უკავშირდება. "საქართველოს პასუხიდან ჩანს, რომ მათ აღნიშნეს, რომ მე მსურდა "სამართლებრივი ბრძოლის" დაწყება საერთაშორისო სასამართლოების და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხსენებით. არა, ჩემი მიზანი იყო მხოლოდ შემეხსენებინა, რომ თუ არსებობს წამების შესაძლო ფაქტები, თუ დევნა ან სხვა არაადამიანური ქმედებები ხდება, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად", - თქვა პატრიკია გრზებიკმა.

საქართველოს მთავრობა 6 წლის ასაკის ავტომობილებზე საბაჟო გადასახადს ზრდისსაქართველოში შიდა ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გამკაცრდება – კანონპროექტისაქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ჩამორჩება რეგიონულ თანატოლებსრას ნიშნავს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოსთვის - განმარტავენ საიას იურისტებიკალასი: საქართველოს საკითხს „დეტალურად“ განვიხილავთ, ხოლო ქვეყანაში ვითარების გაუარესება აღვნიშნეთკავკასიის სამედიცინო ცენტრი: პატრიარქი მასიური კუჭის სისხლდენით შეიყვანეს და კრიტიკულ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ENDEKA