ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს.

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს პატრიარქის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კავკასიის სამედიცინო ცენტრში განუცხადა, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მივიდა. მან პატრიარქს ჯანმრთელობა უსურვა და ექიმებს მადლობა გადაუხადა. „ალბათ არასწორი იქნება, თუ განცხადებას გავაკეთებ პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გამოვლენ კლინიკის და საბჭოს წარმომადგენლები და, ბუნებრივია, კომენტარს გააკეთებენ. მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო და ექიმებს მადლობა გადავუხადო. ყველა ჩართულია სრულად. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს, რომელიც ამ ყველაფერში არის ჩართული და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.

ყაველაშვილი კავკასიის სამედიცინო ცენტრში იმყოფება, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმყოფება.კობახიძემ პირობა დადო, რომ ილია მეორისთვის ყველაფერს გააკეთებსკომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვაკანსიაზე საქართველოს ოთხი კანდიდატი აცხადებსთბილისში, ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართაპაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა ქრისტიანობა საუკუნეების მანძილზე გადაიტანა, სრულიად საქართველო პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ლოცულობსისრაელმა "ირანის დე ფაქტო ლიდერის" ალი ლარიჯანის მკვლელობა გამოაცხადა

ENDEKA