ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები სპეცოპერაციის ფარგლებში ბათუმში დააკავეს
ბათუმში სპეცოპერაციის ფარგლებში ელდარ ანთაძე, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულები თბილისში ჩამოიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, წაუყენეს თუ არა დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად. შეგახსენებთ, რომ აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 80-მდე პირი დააკავეს. ცნობისთვის, 2024 წელს ძმები რეზო და ფირუზა წულუკიძეები სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 2021 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თითოეულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე მომხდარი შეტაკებისთვის.
• საქართველოს სამხედრო გზა სატვირთო გადაზიდვებისთვის გაიხსნა • ისრაელმა "ირანის დე ფაქტო ლიდერის" ალი ლარიჯანის მკვლელობა გამოაცხადა • პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა ქრისტიანობა საუკუნეების მანძილზე გადაიტანა, სრულიად საქართველო პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ლოცულობს • ფულადი გზავნილები საქართველოში თებერვალში 17%-ით გაიზარდა, ლიდერობენ ევროკავშირი და აშშ • რუსეთის არც ერთი რეგიონი ვეღარ გრძნობს თავს უსაფრთხოდ უკრაინული თვითმფრინავების გამო - შოიგუ • ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული •