ბენჟამინ ჰადადი მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებე...
საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ უღალატა, - ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბენჟამინ ჰადადმა გენერალურ საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროსკოპის კითხვის პასუხად განაცხადა. "უკრაინა და მოლდოვა წინ მიიწევენ ევროკავშირის წევრობის გზაზე. სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩამორჩება მათ. ეს გამოწვეულია ქართული ოცნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული არალიბერალური ნაბიჯებით. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს "უცხოური აგენტები" საფრანგეთი ქართველი ხალხის, რომელიც ქართულმა ოცნებამ უღალატა. თუ მას სურს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, მან იცის, რა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ბენჯამინ ჰადადიმ. ჰადადმა ასევე უპასუხა შეკითხვას ევროკავშირის მიერ მიზანმიმართული სანქციების დაწესების შესახებ. „დღეს საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ეს კანდიდატის სტატუსი დე ფაქტო გაყინულია. მანამდე ვერ წავა, სანამ ქართული ოცნება განაგრძობს რეპრესიებს. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები. სავიზო საკითხს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები განიხილავენ. მიზნობრივი სანქციები, კერძოდ, სავიზო შეზღუდვები, დაწესებულია იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ რეპრესიებში. ეს არის ის, რითაც შეგვიძლია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად წინსვლა“, - აღნიშნა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა.
• კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის პირობად გენმოდიფიცირებული ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება უწოდა. • ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები სპეცოპერაციის ფარგლებში ბათუმში დააკავეს • გრიგოლ გეგელია - პაპუაშვილს აქვს ამოცანა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ევროკავშირისა და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ კამპანიისთვის - ის არის ერთ-ერთი წამყვანი მესაზღვრეა რუსეთის ამ მისიაში. • ხოშტარია: კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს რაიმე დიალოგს ჩემს თავისუფლებასთან და პატიმრობასთან დაკავშირებით • ყოფილი ომბუდსმენი სსსგ-ში დაიბარეს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან „კომუნიკაციის“ გამო • პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. •