ზურაბ ჯაფარიძე დაახლოებით ათი ადამიანი უნდა დამერწმუნებინა, რომ ლელო ძლიერი საქართველოს განცხადება არ იყო კოორდინირებული თამაში ბიძინა ივანიშვილთან. ვ...

ზურაბ ჯაფარიძე დაახლოებით ათი ადამიანი უნდა დამერწმუნებინა, რომ ლელო ძლიერი საქართველოს განცხადება არ იყო კოორდინირებული თამაში ბიძინა ივანიშვილთან. ვ...

როდესაც რუსულ რეჟიმს ასეთ შემოთავაზებას უკეთებ, ასეთი დამამცირებელი პასუხი ბუნებრივია და ერთადერთი შესაძლო“, - განაცხადა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადების კომენტირებისას. პაპუაშვილი ლელოს წინადადებას დიალოგის დაწყების შესახებ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ლელოს“ ერთმანეთთან სალაპარაკო არაფერი აქვთ. ჯაფარიძის თქმით, როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, როდესაც ასეთი პოლიტიკური ნაბიჯი მეორედ თუ მესამედ გადაიდგმება, ეჭვს ბადებს ხალხში, რომ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო მმართველობის მე-14 წელსაც არ არის ბოლომდე გააზრებული, თუ რა რეჟიმს ებრძვიან. „როდესაც ასეთ შემოთავაზებას უკეთებ რუსული ტიპის რეჟიმს, ასეთი დამამცირებელი პასუხი ბუნებრივი და ერთადერთია, შეუძლებელია ამან რაიმე დადებითი შედეგი მოიტანოს არც საერთო ბრძოლას და არც თავად ლელოს. მიუხედავად ასეთი გამოხმაურებისა, როცა მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯებს მეორედ თუ მესამედ დგამ, ადამიანებში ჩნდება ეჭვები, რომ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო მმართველობის მე-14 წელსაც არ გესმით, რა რეჟიმს ებრძვით და რატომღაც ყოველ ჯერზე რეჟიმისგან განსხვავებულ პასუხს ელით. გუშინ რუსთაველის გამზირზე ათამდე ადამიანის დარწმუნება მომიწია, რომ ლელოს ეს განცხადება ბიძინასთან კოორდინირებული თამაში არ იყო. ვისი დარწმუნება ვერ მოვახერხე, ვთხოვე, დღეს დილამდე დამელოდონ და ენახა ქართული ოცნების პასუხი. აბა, აი გამოხმაურება“, - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ლელო - ძლიერმა საქართველომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია დაძლიოს დაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებელი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ლელოს“ ქართულ ოცნებასთან სალაპარაკო არაფერი აქვს, „ქართულ ოცნებას“ კი – ლელოს. მისი თქმით, „მათ უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი ზოგიერთი წევრი კი სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეები განიხილება“.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდაპიტერ სიიარტო: სიგიჟეა, რომ თუ პატრიოტული პარტია გაიმარჯვებს, ევროკავშირი თვლის, რომ დემოკრატია რისკის ქვეშაა - საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს; ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას!კაია კალასი: ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებითქსავიე ბეტელი: ქართულ საკითხში არაფერი შეცვლილა - არ უახლოვდებიანბაიბა ბრაჟე: ჩვენ ვიცით, რას უნდა ქართველ ხალხს, რას იმსახურებსპაპუაშვილი: რადიკალურ ჯგუფებს აქვთ პრობლემა არა ხელისუფლებასთან, არამედ საქართველოს კონსტიტუციასთან

ENDEKA