ზაზა ბიბილაშვილი მოსკოვის მექანიზმის დასკვნა ისტორიული განაჩენის ტოლფასი მოვლენაა, კობახიძის ზოგადი პასუხი კი კომიკური იყო ადამიანებს სახის ძვლებს უმტ...
„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის ისტორიული განაჩენის ტოლფასი“, - განაცხადა „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზაზა ბიბილაშვილმა PalitraNews-ის გადაცემა „რეზიუმეს“ ეთერში. ბიბილაშვილის თქმით, დასავლეთის მიმართულება „ქართული ოცნების“ ხელში მოკვდა. „ამ დასკვნის ნახევარი ეფუძნება „ქართული ოცნების“ ნარატივს. [რეპორტაჟი] დაახლოებით 200 გვერდიანია და პრაქტიკულად ნახევარი არის ის, რაც თავად „ქართულმა ოცნებამ“ თქვა. „ქართულ ოცნებაში“ შეაფასეს და დაასკვნეს, რომ არაფრის გათვალისწინება არ იყო საჭირო. რომ ჩვენ არა მხოლოდ არ გვეშინია ჰააგის, არამედ იქ დასავლეთის სასამართლო პროცესსაც მოვაწყობთ, ეს არის ძალიან რუსული გზავნილი, რომელიც ატარებს საბჭოთა „ვიბრებს“. კობახიძის დღევანდელი განცხადება რამდენიმე მხრივ კომიკური იყო. სწორედ საბავშვო ბაღის დონეზეა, როცა პრემიერ-მინისტრთან დარეკილი ადამიანი ამბობს, რომ მათ, ვინც გვადანაშაულებს წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ცემაში, მკვლელობაში, ინტერესები ჰქონდათ ჩვენს წინააღმდეგ და ეს არ უნდა ჩაითვალოს. ასობით დოკუმენტირებული შემთხვევაა ჟურნალისტებისა და გამვლელების მიერ, რომლებიც პირდაპირ აფიქსირებდნენ იმას, რაც ხდებოდა. არის ათეულობით შემთხვევა, როცა ადამიანებს კამერების წინ სახე დაუმსხვრიეს, სახის ძვლები დაუმსხვრიეს და თქვეს, მეტი რა გინდა ჩვენგან, ჩვენ ვგმობთ ძალადობას. ეს რუსული ცინიზმის უმაღლესი ეტაპია“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
• გერმანიის ელჩი ადასტურებს, რომ ყულევის პორტი შედიოდა ევროკავშირის სანქციებში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი • ბოჭორიშვილი: ეუთოს ანგარიშში არ იყო მასალები საქართველოს ხელისუფლებისგან • პიტერ სიიარტო: სიგიჟეა, რომ თუ პატრიოტული პარტია გაიმარჯვებს, ევროკავშირი თვლის, რომ დემოკრატია რისკის ქვეშაა - საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს; ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას! • 2 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს რუმინეთთან გამართავს • ბაიბა ბრაჟე: ჩვენ ვიცით, რას უნდა ქართველ ხალხს, რას იმსახურებს • თბილისში, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც 160-ზე მეტი ოჯახი უბინადოდ დატოვეს, გაასამართლეს •