შალვა პაპუაშვილი ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ ხდება თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ, მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლები...

შალვა პაპუაშვილი ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ ხდება თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ, მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლები...

თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რათა მან საკუთარი ქვეყანა საკუთარი სურვილისამებრ მოაწყოს, გრძელდება. ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხის დღევანდელი განხილვა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „სანამ ბრიუსელი, ნებისმიერი ფორმატით, მკვეთრად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის“. „ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ ხდება თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ, მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან მომდინარე სხვადასხვა სახის შეკრებები თუ განცხადებები. სანამ ბრიუსელი - მისი საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში თუ ნებისმიერ ფორმატში - მკვეთრად და ნათლად გმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, პრეზიდენტის სასახლეში თავდასხმას, რომელსაც ევროკომისია წინასწარ გამოუცხადებდა მხარდაჭერას მისი პრესსპიკერის მეშვეობით, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. როდესაც ევროკომისიამ თავისი პრესის წარმომადგენლის მეშვეობით გამოაცხადა მხარდაჭერა საქართველოში ძალადობისადმი, ნეპალის სცენარისადმი, ხელისუფლების დამხობისადმი - გავიდა ხუთი თვე და ერთი სიტყვაც არ გაგვიგია; ბრიუსელში ყველა ასე დატრიალებულია - მანამდე მათი ნებისმიერი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს: როგორც საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის გაგრძელება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის: ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარი დღის წესრიგის მიხედვით, 16 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. „პოლიტიკური მოვლენები საქართველოში. ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან“, - წერია დღის წესრიგში. ამასთან, საბჭოს სხდომის მთავარ თემებს შორისაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

ირაკლი კუპრაძე - ქართველ ხალხს არ უნდა დაზარალდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ავტოკრატიული რეჟიმის შექმნას - ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლაშალვა პაპუაშვილი: „ლელოსთან“ ჩვენ არაფერი გვაქვს სალაპარაკო, მათ კი – საკონსტიტუციო სასამართლოს დაელაპარაკონ, მათი ზოგიერთი წევრი კი სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეები მიმდინარეობს.პორტუგალიის ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰეგემონია შეწყვიტაირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერ იური შულიაკს შეხვდასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში თითქოს წინასწარ იყო მომზადებულიალექსანდრე დარახველიძე: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში პროტესტის ამსახველი ვიდეომასალა წარვუდგინეთ და თავადაც აღიარეს, რომ პროტესტს ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა.

ENDEKA