სააკაშვილი ან ერთად ვიქნებით, ან გავქრებით
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ლელოელ მეგობრებო, ნუ იქნებით სტრაიბრეიკერები, თქვენმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?" სააკაშვილის თქმით, დიქტატურასთან საუბარი მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის სახითაა შესაძლებელი და ექსკლუზიურად ძალის პოზიციიდან. „თორემ ამას ქვია კოლაბორაციონიზმი და ხალხის ღალატი. ან ვიქნებით ერთად, ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო და დაჟინებული ბრძოლა მიგვიყვანს გამარჯვებამდე. იმარჯვებს ის, ვინც იბრძვის და არა ის, ვინც მუხლმოდრეკილს და წყალობას სთხოვს. შემთხვევითი არ არის, რომ ეს „ინიციატივა“ სწორედ ამ დიდი ოპოზიციის ფონზე დაიწყო. დიქტატურა. იმედი მაქვს, ძალიან მალე ლელოსთან ერთად გადამწყვეტ ბრძოლაში ვიქნებით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ლიდერთა საბჭოს სხდომის შემდეგ პარტია „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის პასუხისმგებელი პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღეს.
• კობახიძე: ქართველ ხალხთან ერთად ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით შემდგომ ზომებს განიხილავენ • კაია კალასი: ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოსთან დაკავშირებით • შალვა პაპუაშვილი: ბატონი პეტრე ბოდიშის მოხდის ნაცვლად ცდილობს ჩვენს პროვოცირებას - ეს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს • საქართველოს მთავრობამ მიგრანტების დასაქმება ოდნავ გაამარტივა • ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი: საქსტატის მონაცემებით, მოქალაქეების 95%-ზე მეტს არ აქვს საშუალება შეიძინოს 6 წელზე უფროსი მანქანა - ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ 5% შეძლებს მანქანის შეძენას. •