რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ევროპული გზა გააგრძელოს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ევროპული გზა გააგრძელოს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დასაცავად. მისი თქმით, რუმინეთს სურს, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სვლა განაგრძოს. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ შავ ზღვაზე მეზობლები ვართ და ამ თვალსაზრისით რუმინეთი გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპული გზაზე სვლა და დაინახოს, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მითუმეტეს ახლა, როცა შავი ზღვა ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ენერგოტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ოანა-სილვია ცოიმ.

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდალელო-ძლიერი საქართველო - აუცილებელია დაძლიოს დაპირისპირების და ურთიერთდანგრევის დესტრუქციული ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებელი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.რომეო მიქაუტაძის ადვოკატი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არავინ აპირებდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას - ბრალდების მხარე სულ ამბობდა, რომ მოგვმართოს და განვიხილავთო, მაგრამ ფაქტია, მიმართა და არავინ განიხილავს.ნიკა გვარამია: შეწყვიტე ჩარლზ მიშელის სულის გამოძახება მბრუნავი ფირფიტითკობახიძემ და შულეიკომ ბელორუსი ტურისტების საქართველოთი დაინტერესებაზე ისაუბრესპაპუაშვილი: რადიკალურ ჯგუფებს აქვთ პრობლემა არა ხელისუფლებასთან, არამედ საქართველოს კონსტიტუციასთან

ENDEKA