რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველო ევროპულ გზაზე და მისი მოქალაქეების ნება იყოს გათვალისწინებული პოლიტიკური გადაწყვეტ...

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველო ევროპულ გზაზე და მისი მოქალაქეების ნება იყოს გათვალისწინებული პოლიტიკური გადაწყვეტ...

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ჩოიუმ ბრიუსელში ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა. „ჩვენ მეზობლები ვართ შავი ზღვის რეგიონში და, ამ მხრივ, ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. გვსურს, საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და მისი მოქალაქეების ნება იყოს გათვალისწინებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით ახლა, როცა შავი ზღვა ასე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ენერგეტიკული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შავი ზღვა სხვა კონტინენტებთანაც უკავშირდება“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ასევე ჩამოართვეს ქონების ნაწილი.დავით დარჩიაშვილი: ირაკლი კობახიძე-ბიძინა ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ გზავნილი უნდა იყოს: „სიტუაცია სერიოზულია!“ ამის აღიარებით ყველა დაინახავს, ​​რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს, დიალოგის რაღაც ფორმა კი მოწინააღმდეგე მხარეებმა უნდა მოიძიონ.ევროკომისიის სპიკერი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ყულევის პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს არ შეუშვებენ; ჩვენ ასევე მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები სოკარისგან და ვაკვირდებით მათ შესრულებასმიმწოდებელი კომპანიები აღარ ითანამშრომლებენ უცხოურ კურიერებთან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეშეირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავსკობახიძე: ქართველ ხალხთან ერთად ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს

ENDEKA