რომეო მიქაუტაძის ადვოკატი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არავინ აპირებდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალდების მხარე სულ ამბობდა, რომ მოგვ...
დღეს სასამართლო პროცესს არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ნათესავი და ოჯახის წევრი არ ესწრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არა ახლა, არამედ საქმის პირველივე ეტაპიდან იცოდნენ, რა განაჩენი გამოტანილი იქნებოდა ამ საქმეზე. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არამხოლოდ ბრმაა, ის ხშირად ყრუა, როცა საქმე ეხება ბრალდებულის და ზოგადად დაცვის მხარის პოზიციის მოსმენას - ამის შესახებ რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერაძემ ჟურნალისტებს სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განუცხადა. ადვოკატი უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა რომეო მიქაუტაძე თავს „პოლიტპატიმრად“ და აღნიშნა, რომ მიქაუტაძეს ეს არასდროს უთქვამს. „დღეს სასამართლო პროცესს არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ნათესავი ან ოჯახის წევრი არ ესწრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არა ახლა, არამედ საქმის პირველივე ეტაპიდან იცოდნენ, რა განაჩენი გამოიტანებოდა ამ საქმეზე. ეს იმის მიუხედავად, თუ რა მოჰყვა რეალურად საქმის მასალიდან და როგორი იყო მისი პოზიცია მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არა მხოლოდ ბრმაა, ის ხშირად ყრუა იმ ნაწილში, როდესაც საქმე ეხება ბრალდებულის და ზოგადად დაცვის მხარის პოზიციის მოსმენას. ხშირად და უმეტესად ისმენს მხოლოდ პროკურატურის მხრიდან მომდინარე არგუმენტებს - თუ შეიძლება მათ არგუმენტები ვუწოდოთ. რომეო მიქაუტაძეს არასოდეს უთქვამს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოსმენით, რომ თავს პოლიტიკურ პატიმარად თვლის. ასეთი განცხადება მან დასკვნით გამოსვლაში გააკეთა [რომ მისი დაკავება მოხდა კლანებს შორის დაპირისპირების გამო], თუმცა ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გვექნება საუბარი და თუ რაიმე დამატებით განმარტებას გააკეთებს, შეგატყობინებთ. ჯერ არაფერი ვიცი; შევხვდები და ვისაუბრებ. თუ რაიმე ინფორმაციას დამანდობს, გადავცემ. პროკურატურა თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ „ჩვენთვის არ მოგვმართავს“. მან [მიქაუტაძემ] მიმართა პროკურატურას. რატომ არის აუცილებელი დანაშაულის წინასწარი აღიარება, ჩემთვის გაუგებარია. თუ პირი დებს საპროცესო შეთანხმებას, თუ პირობებს სთავაზობენ და თანახმაა, ეს უკვე ნიშნავს, რომ აღიარებს და ეთანხმება ყველა ბრალდებას, ანაზღაურებს ზარალს და ა.შ. [პროკურატურასთან] საერთოდ არ გვქონია კომუნიკაცია, გარდა განცხადებისა საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. ამის გარდა სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. არ ვიცი, რისი მიღწევა სურს „ქართულ ოცნებას“. მე ვიცი, რომ მათ პასუხი არ მოგვცეს. ყოველ შემთხვევაში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მასთან საპროცესო შეთანხმების ფორმირებას არავინ აპირებდა. ეს უბრალოდ ფორმალობა იყო. ბრალდების მხარე სულ ამბობდა, რომ მოგვმართოს და ჩვენ განვიხილავთო, მაგრამ ფაქტია, რომ მიმართა და არავინ განიხილავს. რომეო საპროცესო შეთანხმებაზე რომ დათანხმებულიყო, ყველაფერი უნდა ეღიარებინა, მაგრამ საქმე აქამდეც არ მივიდა“, - განაცხადა ბექა ნემსიწვერაძემ. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. „დღეიდან ერთი თვე გვაქვს. დაველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. წინასწარ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირად არ შეიძლება იყოს დასაბუთებული, მაგრამ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს მივმართავთ“, - აღნიშნა ადვოკატმა. ცნობისთვის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო მის წინააღმდეგ წარდგენილ ყველა ბრალდებაში - ცხრავე ეპიზოდში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ასევე, 2 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის დაკავება. მიქაუტაძეს ჩამორთმეული ჰქონდა ქონება, კერძოდ, ესპანეთსა და მცხეთაში მდებარე სახლები, ასევე მისი და მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებულია ნივთები. მიქაუტაძეს „ნახიდურჰესში“ 15%-იანი წილიც ჩამოერთვა. გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო ფულის გათეთრებაში (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. განაჩენის გამოცხადებას არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ. შეგახსენებთ: სამართალდამცავები არიან
• საქართველოში ქალები ყველაზე დაცულად გრძნობენ თავს ღამით ქუჩაში სეირნობისას - GORBI • ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით მარნეულში ქალი დააკავეს. • ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი: საქსტატის მონაცემებით, მოქალაქეების 95%-ზე მეტს არ აქვს საშუალება შეიძინოს 6 წელზე უფროსი მანქანა - ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ 5% შეძლებს მანქანის შეძენას. • საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორის მენეჯერების გადამზადების პროგრამა დაასრულეს • კაია კალასი: ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოსთან დაკავშირებით • სახელმწიფო rolex-ის სამ საათს აუქციონზე ყიდის •