ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით განცხადება ევროკომისიის პრესმდივანმა გააკეთა

ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით განცხადება ევროკომისიის პრესმდივანმა გააკეთა

ევროკომისიის სპიკერმა სიობჰან მაკგარიმ თქვა, რომ ყულევის ნავთობტერმინალი იდენტიფიცირებულია ეგრეთ წოდებულ „ჩრდილოვან ფლოტთან“ კავშირის გამო და შეშფოთების გამო, რომ ის შეიძლება გამოყენებული იქნას რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის, რაც არღვევს ევროკავშირის სანქციებს. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციების წარმომადგენელმა მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან ვალდებულება, შეწყვიტოს საქმიანობა, რომელიც იწვევს ევროკავშირის შეშფოთებას. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, არ შემოუშვას „ჩრდილოვანი ფლოტის“ არც ერთი ტანკერი ქვეყნის პორტებში. გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო დამატებითი ვალდებულებები SOCAR-ისგან, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიისგან, რომელიც მართავს პორტს. „მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტიდან“ არცერთ ტანკერს არ შეუშვებდნენ მის პორტებში. ჩვენ ასევე მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები SOCAR-ისგან, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიისგან, რომელიც მართავს პორტს. ამიტომ, ნებისმიერი სანქციების და მათი გვერდის ავლის შესაძლო მცდელობის შემთხვევაში, ჩვენ ვაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და უყოყმანოდ მივიღებთ დამატებით ზომებს, თუ დავინახავთ, რომ მონაწილეები აქტიურად არღვევენ ჩვენი სანქციების ეფექტურობას. როგორც გასულ კვირას ვთქვი, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეაჩერებს ამ რეექსპორტს და ჩვენ ვაგრძელებთ ყურადღებით მონიტორინგს, რომ ეს მოხდეს პრაქტიკაში“, - განაცხადა მან. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა რეექსპორტი, რომ რუსული ნავთობი შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ გაიგზავნა ევროკავშირში, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქმის ზუსტი დეტალები არ აქვს, თუმცა, მისი ვარაუდით, სწორედ ასე მოხდა. „მე არ მაქვს საქმის ზუსტი დეტალები, მაგრამ ჩემი ვარაუდით, სწორედ ეს ხდებოდა - რუსული ნავთობის რეექსპორტი ხდებოდა ევროკავშირში“, - თქვა მაკგარიმ.

კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის პირობად გენმოდიფიცირებული ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება უწოდა.პაპუაშვილი: “ლელოს” ჩვენთან სალაპარაკო არაფერი აქვს და ჩვენ მათთანმახაშვილი: ჩვენ მზად ვართ დავიცვათ საქართველოს პოზიციები ნებისმიერ სამართლებრივ კონტექსტში და ნებისმიერ სასამართლოშიევროკომისიის სპიკერი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ყულევის პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს არ შეუშვებენ; ჩვენ ასევე მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები სოკარისგან და ვაკვირდებით მათ შესრულებასირაკლი კობახიძე: სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალი მსყიდველუნარიანობის საერთაშორისო ბაზრებზე ყოფნის დამკვიდრება.კაია კალასი: ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოსთან დაკავშირებით

ENDEKA