პროკურატურის განცხადება რომეო მიქაუტაძეს უძრავ ქონებასთან ერთად ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები ჩამოართვეს.
პროკურორ ირაკლი მარშანიას თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს უძრავი ქონების გარდა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები ჩამოართვეს. როგორც პროკურორმა განმარტა, ჩამორთმეული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავა. „სასამართლომ სრულად მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში. მოგეხსენებათ, მას ბრალი წაუყენეს სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულებში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა სხვადასხვა ქონება - უძრავი ქონება, ძვირადღირებული ზოდი, ძვირადღირებული მანქანა, 3 საათი ესპანეთში. გარდა ამისა, ჩამორთმეული იქნა მისი 15% წილი შპს „ნახიდური ჰესში“, რომელიც იმ პირობებში, როდესაც ჰესი ჯერ არ ფუნქციონირებს, 1 500 000 ლარს შეადგენს. უძრავ ქონებაში შედის წეროვანის ქონებაც“, - განაცხადა მარშანიამ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მიქაუტაძემ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაფორმება, პროკურორმა უპასუხა, რომ ეს მოითხოვს მიქაუტაძის ბრალის აღიარებას. „კანონის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება შეიძლება დაიდოს სააპელაციო ეტაპზეც, მაგრამ ისეთი ვითარებაა, რომ ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. წინა სხდომაზე მან გააკეთა განცხადებები, რომ განცხადება შეიტანეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მან მთელი 4 საათი ისაუბრა და თქვა, რომ მართალია. ბუნებრივია, ამ პირობებში საპროცესო შეთანხმება არ იდება. დაშვება ნიშნავს აღიარებით ჩვენებას, რომელშიც ბრალდებული გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს - არ დახარჯა 4 საათი თქვას „მართალი ვარ“. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განხორციელდა 8 400 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესაბამისი ქონება ჩამორთმეულია. რაც შეეხება სხვა პროცედურებს, მათ სხვა უწყებები აწარმოებენ; ანუ პროკურატურა არ არის ჩართული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაში. ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავა“, - განაცხადა მარშანიამ. ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მას ასევე აეკრძალა საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მიქაუტაძეს ასევე ჩამორთმეული ჰქონდა ქონება, კერძოდ, სახლი ესპანეთსა და მცხეთაში, მისი და მისი მეუღლის კუთვნილი სამი მანქანა და ძვირადღირებული ოქროს ნივთები ამოიღეს. მიქაუტაძეს „ნახიდურჰესში“ 15%-იანი წილიც ჩამოერთვა. გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო ფულის გათეთრებაში (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. განაჩენის გამოცხადებას არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ.
• მარგუს წახნა: ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერდით, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ის, რაც უნდა - ევროკავშირში გაწევრიანება - ახლა ამაზე არც კი ვსაუბრობთ • ირაკლი კუპრაძე: "ლელო - ძლიერი საქართველო" იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს • ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ეგრეთ წოდებული „უცხოელი აგენტების კანონის“ ბოროტად გამოყენება იწვევს ღრმა შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. • „ოპოზიციური ალიანსი“: ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რათა გამოძიება დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ; ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სავარძელში მოხვდეს • კაია კალასი: ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოსთან დაკავშირებით • ზემო ლარსი ახლა: ჩრდილოეთ ოსეთმა ყველა მანქანას გზა ჩაუკეტა •