ოპოზიციური ალიანსი ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რათა გამოძიება დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმის...

ოპოზიციური ალიანსი ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რათა გამოძიება დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმის...

„ოპოზიციური ალიანსი“ აცხადებს, რომ იღებს პასუხისმგებლობას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ასახული კონკრეტული ინიციატივების ამოქმედებაზე. ეს პოზიცია დღეს გამართულ ბრიფინგზე "დროას" წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ გამოთქვა. ალიანსმა წარმოადგინა რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, რომლებზეც მუშაობას გეგმავენ. ლემონჯავას თქმით, ისინი „ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაასრულოს ისევე, როგორც ბევრი სხვა ავტოკრატი და სისხლიანი დიქტატორი დასრულდა - ბრალდებულის სკამზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში“. „მოსკოვის მექანიზმის ანგარიშმა ფუნდამენტურად შეცვალა სიტუაცია, ის ქმნის სრულიად ახალ საერთაშორისო რეალობას. ბუნებრივია, ოპოზიციურ ალიანსს ახლა ახალი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ რეალობაში. აქამდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ არალეგიტიმური იყო; დღეს გარდა იმისა, რომ არალეგიტიმურია, უკვე ბრალდებული რეჟიმია. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ასახული კონკრეტული ინიციატივების განხორციელება. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებზეც მომდევნო თვის განმავლობაში ვიმუშავებთ. პირველი, ანგარიშში კონკრეტულად არის მითითებული, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი უნდა დაინტერესდეს საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ უკვე დავიწყეთ და გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ კოორდინაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, მათ შორის მათი წარმომადგენლების მეშვეობით საქართველოში, რათა უმაღლესმა კომისარმა განახორციელოს თავისი მანდატი. უმაღლეს კომისარს უფლება აქვს განახორციელოს სიტუაციის ადგილზე შემოწმება. მეორე, არის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია და მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაცია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამოძიებისთვის. ჩვენ გვესმის, რომ ვინც გამოიყენა ქიმიური აგენტები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, არ ითანამშრომლებს მსგავს გამოძიებასთან. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მათ მიმართონ OPCW-ს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება მისი წესდების შესაბამისად. ეს იქნება საგამოძიებო პროცესი, რომელზეც რეჟიმს არანაირი გავლენა არ ექნება. მესამე, არსებობენ უნივერსალური იურისდიქციის მქონე სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ უფლება გამოიძიონ გარკვეული დანაშაულები, ჩადენილი თუნდაც მათი ტერიტორიის გარეთ. საფრანგეთის მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა. ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო ორგანოებთან, მათ შორის პროკურატურასთან, რათა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება ეროვნულ დონეზე დაიწყოს სისტემურ წამებასა და ქიმიური აგენტების სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით. მეოთხე, არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ, სრულიად რეალურია, რომ იგივე შეიძლება მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაშიც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ივანიშვილი დასრულდეს ისევე, როგორც ბევრი სხვა ავტოკრატი და სისხლიანი დიქტატორი - ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე“, - განაცხადა ლემონჯავამ.

ზურაბ ჯაფარიძე: დაახლოებით ათი ადამიანი უნდა დამერწმუნებინა, რომ ლელო - ძლიერი საქართველოს განცხადება არ იყო კოორდინირებული თამაში ბიძინა ივანიშვილთან. ვისი დარწმუნება ვერ მოვახერხე, ვთხოვე, დღეს დილამდე დაელოდე და ენახა პასუხი ქართული ოცნებიდან - აი,Carrefour-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში: ჩვენ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ქეშბექს პროდუქციის ფასების შესამცირებლად, რათა ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მომხმარებლისთვის - 80% მიდის თაროზე ფასის შემცირებაზეგუდაური-კობის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტი დროებით აკრძალულიაირაკლი კუპრაძე - კრიზისის მოგვარება შესაძლებელია ორი საკითხის დიალოგით: ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ასევე ჩამოართვეს ქონების ნაწილი.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში თითქოს წინასწარ იყო მომზადებული

ENDEKA