კობახიძე საქართველოს შეუძლია ეუთოს ბევრ ქვეყანას ასწავლოს დემოკრატია

კობახიძე საქართველოს შეუძლია ეუთოს ბევრ ქვეყანას ასწავლოს დემოკრატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და თავად შეუძლია ასწავლოს დემოკრატია ეუთოს ბევრ წევრ ქვეყანას, მათ შორის, იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ინიცირება მოახდინეს. მისი თქმით, საქართველო მზადაა ამ საკითხებზე საჯარო დისკუსია გამართოს ყველასთან, ვინც ობიექტურობას აცხადებს. „საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ასწავლოს ეუთოს ბევრ წევრ ქვეყანას, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებმაც წამოიწყეს მოსკოვის მექანიზმი, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედია პლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და მრავალი სხვა. ამ თემაზე ჩვენ მზად ვართ გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველასთან, ვინც აცხადებს ობიექტურობას“, - განაცხადა კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას სჭირდება არა დემოკრატიული სისტემის მუდმივი დივერსია, არამედ საკონსტიტუციო სისტემის ნორმალური ფუნქციონირება. „საქართველოს არ სჭირდება გაურკვევლობა, არამედ გამჭვირვალობა. საქართველოს სჭირდება არა ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, არამედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა. საქართველოს სჭირდება არა მუდმივი ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს სჭირდება არა ტყუილი და სიძულვილი, არამედ ობიექტური მედია. საქართველოს სჭირდება არა უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, არამედ უმრავლესობის დემოკრატიული მმართველობა. საქართველოს სჭირდება არა პოლიტიკის კრიმინალიზაცია, არამედ კანონის უზენაესობა საჯარო მმართველობაში. საქართველოს სჭირდება არა ის, რასაც მოსკოვის მექანიზმის ავტორები ითხოვენ, არამედ ის, რაც საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, სუვერენიტეტი და პროგრესი. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.

გუდაური-კობის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტი დროებით აკრძალულიაკობახიძე: ქართველ ხალხთან ერთად ვიცავთ ეროვნულ ინტერესებსსააკაშვილი: ან ერთად ვიქნებით, ან გავქრებითმიმწოდებელი კომპანიები აღარ ითანამშრომლებენ უცხოურ კურიერებთან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეშერას ნიშნავს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოსთვის - განმარტავენ საიას იურისტებისაქართველოში სოფლის მეურნეობის პროგრამების განახლება გამოცხადდა

ENDEKA