კობახიძე ქართველ ხალხთან ერთად ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად მტკიცედ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მომავალშიც გააგრძელებს ზეწოლის მცდელობის მიუხედავად. პრემიერმა უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ეუთოს დოკუმენტი მომავალში საქართველოზე ზეწოლის ვიწრო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებოდეს, მათ შორის ბრიუსელში შესაძლო გადაწყვეტილებებისა თუ დოკუმენტების კონტექსტში. „ამგვარ მცდელობებს ყოველთვის ვხედავთ. ეს მორიგი მცდელობაა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია და არც მომავალში მოიტანს. ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ძალიან მტკიცედ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას.
• რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ევროპული გზა გააგრძელოს • ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში არ აკმაყოფილებს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი; სამწუხაროდ, ავტორმა ვერც კი დაადგინა, ჰქვია ჩვენს ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ თუ „საქართველო“. • მმართველი გუნდის ინიციატივა 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის გაზრდის შესახებ პარლამენტში შევიდა. • ზაზა ბიბილაშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა ისტორიული განაჩენის ტოლფასი მოვლენაა, კობახიძის ზოგადი პასუხი კი კომიკური იყო - ადამიანებს სახის ძვლებს უმტვრევდნენ კამერების წინ და თქვეს, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, რაც რუსული ცინიზმის უმაღლესი ეტაპია. • პიტერ სიიარტო: სიგიჟეა, რომ თუ პატრიოტული პარტია გაიმარჯვებს, ევროკავშირი თვლის, რომ დემოკრატია რისკის ქვეშაა - საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს; ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას! • საქართველოში ბენზინზე გაყალბებული დანამატის კონტრაბანდის ბრალდებით ჯგუფი დააკავეს •